ჟურნალისტი და სოციალური პროექტის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე, რომელიც 8-წლიანი ძიების შემდეგ ზუგდიდში ბიოლოგიურ მამას, გურგენ ხორავას შეხვდა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ემოციურ ფოტოს გვიზიარებს.
როგორც „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, გოგონა მისი ბიძაშვილია.
„ჩემი კიდევ ერთი ულამაზესი ბიძაშვილი❤️თუ მამიდაშვილი, თუ როგორცაა😀მეც ავირიე უკვე… “ – წერს თამუნა მუსერიძე.
ემოციურ ფოტოს სოციალურ ქსელში თამუნას გამომწერები ეხმაურებიან:
„დედ-მამის შვილები? მგონი ორი და გყავთ❤️“ – წერენ „ინსტაგრამის“ მომხმარებლები.
ცნობისთვის, თამუნა მუსერიძე 8-წლიანი ძიების შემდეგ ზუგდიდში ბიოლოგიურ მამას – გურგენ ხორავას შეხვდა.
გურგენ ხორავა ცნობილი ქართველი მსახიობი, მოცეკვავე და ქორეოგრაფია, ის ცეკვავდა „სუხიშვილებში”, არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ფენიქსის” სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.