ქეთა თოფურია მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, საზოგადოებაში ამ ცოტა ხნის წინ პირველად გამოჩნდა. მომღერალმა სწავლის დაწყების პირველ დღეს, 2 სექტემბერს პირველი შვილი ოლივია სკოლაში გააცილა. ეს მოსკოვში მოხდა, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე დღეში რუსეთი დატოვა და 9 სექტემბერს, დაბადების დღის აღნიშვნა სამშობლოში გადაწყვიტა.
მოკლედ, გუშინ თოფურიამ 38 წლის იუბილე საქართველოში იზეიმა. ფოტოებზე, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით მოვიპოვეთ, ჩანს, რომ საღამოს თიკა ბალანჩინის ცოცხალი ბენდი აფორმებდა.
დაბადების დღეზე ცნობილი ქართველი ვარკვლავებიდან თითქმის არავინ ჩანდა. კადრებში ჩანს მხოლოდ კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე. თოფურია დაბადების დღის ასაღნიშნად რუსეთიდან მარტო არ ჩამოსულა, მას თან ახლდა მეუღლე ლევ ძენგოვი.
“ყოველ დღე მადლობას ვუხდი ბედს შენთვის! ყოველთვის ბედნიერი იყავი, ჩემო სულო… გილოცავ დაბადების დღეს…“ – წერს სოციალურ ქსელში თოფურიას ქმარი და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.