“მიშა ძალიან პოზიტიურია იუმორით აღსავსე თბილი ყურადღებიანი“

მომღერალი სოფო ბედია მეუღლეზე, მიშა მესხზე საუბრობს.

როგორც გადაცემა „დღის პოსტის“ ეთერში მომღერალი ამბობს, სამეგრელოში მიშა მესხი უფრო უყვართ, ვიდრე თავად სოფო ბედია.

მომღერალმა გადაცემაში მარტვილში მეუღლესთან ერთად გატარებული ზაფხულის არდადეგებზე ისაუბრა:

„მიშას ისე უყვარს მარტვილი, მე მგონი იქ მიშას ჩასვლა ჩემზე მეტად უხარიათ, იმიტომ რომ ვინც იცნობს მიშას, ნამდვილად არ მინდა რომ რაღაც ისე გამომივიდეს, რომ შევფუთო თუ რაღაც, მიშა ძალიან პოზიტიურია იუმორით აღსავსე, თბილი, ყურადღებიანი – ახლა მეგრელებს მეტი რა უნდათ, კარგი „სინჯა“, სიძე ჰყავთ და პირველი სწორედ მიშა ითვლის წუთებს როდის ჩავალთ სამეგრელოში ზაფხულში“– ამბობს სოფო ბედია.