„დედა სულ მეუბნებოდა, ვნატრობ, ხუთი შენნაირი შვილი გეყოლოს, რომ მიხვდე, რა დღეში ვარო…“

ნანუკა გულია ჟურნალ „გზასთან“ სკოლის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ბავშვობაში პირველი სექტემბერი მისთვის სიახლესა და სიხარულთან იყო დაკავშირებული.

დედას ჩვენი სამოსი დღეების მიხედვით ჰქონდა გამზადებული და მიუხედავად იმისა, რომ დღის ბოლო გაჭუჭყიანებული, ტანსაცმელშემოგლეჯილი და დასვრილი ვბრუნდებოდი, მეორე დილას სკოლაში მაინც გაწიწკინებული, ქათქათა ტანსაცმლით მიშვებდა. წარმოუდგენლად ცელქი ვიყავი და დედა სულ მეუბნებოდა, ვნატრობ, ხუთი შენნაირი შვილი გეყოლოს, რომ მიხვდე, რა დღეში ვარო. დღემდე ასეთი ვარ, ენერგიული და მოუსვენარი, ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა მიჭირს…