“პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა…”

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის წინ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ხალ­ხო ზე­ი­მი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ოლიმ­პი­ე­ლებ­სა და პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებს ჯილ­დო­ებს გა­დას­ცემს. მას ეს­წრე­ბი­ან ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რიშ­ვი­ლიც.

სპორ­ტსმე­ნის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ჯილ­დო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ჯილ­დო ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვი­ბა­რებ, – ამის შე­სა­ხებ სამ­გზის ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა­ზე ყოყ­მა­ნი არ ჰქონ­და. ტა­ლა­ხა­ძის თქმით, პრე­ზი­დენ­ტის ჯილ­დოს სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღებს.

“არა­ნა­ი­რი ყოყ­მა­ნი არ მქო­ნია დღეს აქ მოს­ვლის იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ ჯილ­დოს ღე­ბუ­ლობს ლაშა ტა­ლა­ხა­ძე. თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო ადა­მი­ანს ხაზი არ უნდა გა­და­უს­ვა. მე ყო­ველ­თვის წინ ვა­ყე­ნებ ჩემ წარ­მა­ტე­ბას და ქვე­ყა­ნას. ეს არის ჯილ­დო ჩემი მიღ­წე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამი­ტომ რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი გა­დაგ­ცემს ჯილ­დოს, ჩვენ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­სა­ღე­ბია”,- გა­ნა­ცხა­და ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ.