საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ყველასათვის საყვარელი გიორგი ქოჩორაშვილის რჩეული, ბრაზილიელი სანდრა მენდოსა, კუბის დედაქალაქ ჰავანაში მოგზაურობს – ამის შესახებ ცნობილი ფეხბურთელის რჩეულის „ინსტაგრამ” გვერდიდან გახდა, სადაც სანდრამ ულამაზესი კადრები გამოაქვეყნა.
სანდრა შესანიშნავ თეთრ სამოსში პოზირებს და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
გიორგი ქოჩორაშვილის რჩეული ვიდეოსაც გვიზიარებს, თუ როგორ გადაადგილდება კუბის დედაქალაქის ქუჩებში:
სანდრა მენდოსას მიერ გამოქვეყნებულ კადრებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
საყვარელ ქალს კომენტარი გიორგი ქოჩორაშვილმაც დაუწერა:
„ბრწყინავ, როგორც ყოველთვის… რა იღბლიანია ეს კაბა, რომელსაც შენ გახდი პოპულარულს“ – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
„ეს ჩვენი, ქართველების სარძლო ძალიან მომწონს 🤍
ლამაზი გოგო🤍
ულამაზესია ეს გოგო 🤍“ – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სანდრა ხშირად სტუმრობს საქართველოს და თავისი რჩეულის თითქმის ყველა მატჩს ესწრება.