“არის რაღაცეები, რასაც ვერ გაატარებ, სირცხვილია…”

ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: როცა Setanta Sports Georgia ხარ და ამხელა მოვლენა ხდება, შვიდი წლის წინ ამერიკაში არალეგალად წასული, მშენებლობაზე მუშად მომუშავე ქართველი კაცი, ლას-ვეგასის “სფეროს” დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ორთაბრძოლას მართავს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, მსოფლიოში ისეთ მასობრივად პოპულარულ სახეობაში, როგორც UFC-ია, და მთელი საქართველო ღამეს თეთრად ათენებს და ამ დღეს ელოდება, კეთილი უნდა ინებო, ადგე, გადაიხადო ის თანხა, რასაც ითხოვს სატელევიზიო ჩვენების უფლებამფლობელი და ხალხს მისცე ორთაბრძოლის ნორმალურად ყურების და გულშემატკივრობის საშუალება. თუ ფული არ გაქვს (რაშიც ეჭვი მეპარება), ადექი და სპონსორები მოიზიდე, თუ მაგის ერთი ადგილიც არა გაქვს, crowd funding გამოაცხადე და ხალხი შეგიგროვებს ფულს.ნახევარმა საქართველომ რუსული ლინკებით უყურა ორთაბრძოლას და ნახევარმა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მობილური ტელეფონებით, მადლობა მათ ამისათვის. უბრალოდ მაგრად ტეხავს, არის რაღაცეები, რასაც ვერ გაატარებ, სირცხვილია…”