“კესუნა ძალიან მტკივა… რა ცხოველმა გაგიმეტა ასე ჩემო ღიმილიანო და თბილო გოგო”

კესარია აბრამიძის მეგობარი, ზიზი ტატიშვილი მისი გაცნობის ისტორიას იხსენებს და მას ემოციური პოსტით ემშვიდობება:

 

„21 წლის წინ სალონში შემოვიდა ლამაზი დედა-შვილი- გოგონა ჟღალი წითური თმებით მომღიმარი სახით და მე მიკითხეს! მაშინ გავიცანი კესუნა- ასე ვეძახდი.- იმასაც ჰქონდა ჩემთვის სახელი.

ინტერესიანი, გონიერი გოგო, რომელსაც კომპლექსი არ ჰქონდა. თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი. დედამ ჩამაბარა და მითხრა-ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ.. ძალიან თბილია და შეჩვევა იცის, ვიცი რომ მიმიხედავთ!

მის მერე ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა. დედიკოს მეძახდა. პირველი ღრუბელიანი ბუზგალტერი რომ ვაჩუქე ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს!

ოპერაციის მერე დამირეკა- მტკივა და მომაკითხეო!!ყველაფერი მისი მიხაროდა. რამდენიმე დღის წინ მომწერა გულები გამომიგზავნა და მითხრა რომ ვენატრები!

კესუნა ძალიან მტკივა!.. რა ცხოველმა გაგიმეტა ასე ჩემო ღიმილიანო და თბილო გოგო!!

ძალიან მომენატრები!.. ყველასგან გამორჩეულო და ნიჭიერო ადამიანო!!“