„ცოლად მოყვანას მთხოვდა და ფოტოს გამოქვეყნებით მაშანტაჟებდაო ამ არაკაცმა”

მომღერალი ნინი შერმადინი კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ შემზარავი ტრაგედია მოხდა…სხვაზე ვერაფერზე მეფიქრება… იმედია სასჯელის უმკაცრესი ზომა იქნება შეფარდებული ამ მანიაკის მიმართ! არანაირი შეწყალება! ცოლად მოყვანას მთხოვდა და ფოტოს გამოქვეყნებით მაშანტაჟებდაო ამ არაკაცმა! ვინ გაგაჩინა! არანაირი 16 და 20 წელი, იმედია უვადო პატიმრობას მიუსჯიან! ეს არ არის აფექტი, ესაა სადიზმი, განზრახ მკვლელობა, ადამიანის წამება! კითხვაზე, არ გეშინია შენი შვილი გეი გამოვიდეს? მე იმის მეშინია მკვლელი არ გამოვიდეს!

მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება!!!! მერამდენე მანიაკია უკვე ამ პატარა ქვეყანაში? მშობლებო დავიცვათ საკუთარი შვილები, სიყვარულით გავზარდოთ… ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა ვასწავლოთ, განურჩევლად ფერისა, რელიგიისა, ორიენტაციისა…“, – წერს ნინი შერმადინი.