თბილისში მოკლული ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე გუშინ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობება და ავრცელებს საარქივო ვიდეოს გადაცემიდან „სიცრუის დეტექტორი“, რომელშიც წლების წინ, კესარია აბრამიძე იღებდა მონაწილეობას.
„გვირგვინი დავადგი და ამაზე მეუბნებოდა, ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“, – წერს გიორგი გასვიანი.
ცნობისთვის, წლების წინ, კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა სილამაზის კონკურსზე, Miss Trans Star International 2018-ზე საქართველოს სახელით გამოვიდა.