მომღერალი ქეთი ფარესაშვილი, რომელიც ახლახან ბრაზილიიდან დაბრუნდა, გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა.
ქეთი ფარესაშვილმა ბრაზილიაში მოგზაურობაზე, ამ ქვეყანასთან კავშირსა და მის მიმართ უდიდეს სიყვარულზე ისაუბრა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, მას საქართველოდან გამგზავრებასთან დაკავშირებით ბევრი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ეს ერთი მიზეზის გამო ვერ შეძლო:
„2001 წელსაც ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვერ დავტოვებ საქართველოს. რუსეთშიც მქონდა შემოთავაზება, ფიანდაზები და მილიონები… მე დავრჩი საქართველოში, მართლა არ შემეძლო საქართველოს გარეშე, ვერ ვძლებდი, ახლა ალბათ გაფართოვდა ჩემი დედამიწური ამბავი, მთელი დედამიწა მიყვარს, მომინდა, რომ გადამეცურა ატლანტიკის ოკეანე და წავედი იქ [ბრაზილიაში]“, – ამბობს ქეთი ფარესაშვილი.