“როდესაც ოჯახს ქმნი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა“ – რატი იონათამიშვილი პირველ შვილს ელოდება

რატი იონათამიშვილი მალე პირველი შვილის მშობელი გახდება.

ამის შესახებ მან გადაცემა „ნოესთან“ ისაუბრა.

„სიყვარული პირველ რიგში არის ერთგულება. როდესაც ოჯახს ქმნი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სექტემბრის ბოლოს შვილს ველოდებით. ერთმანეთი წლების წინ გავიცანით, ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი, გაცნობა მთელი ცხოვრება გრძელდება, რომანტიკული არ ვარ“, – ამბობს რატი იონათამიშვილი.