გადაცემაში „პრაიმ შოუ“ აფხაზურ ენაზე შესრულებული სიმღერების პრემიერა შედგა.
აფხაზეთში ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჰიტებისთვის ახალი არანჟირება Bravo Records-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
„პრაიმ შოუში“ ქართველმა მომღერლებმა სიმღერები აფხაზურ ენაზე შეასრულეს.
მათ შორის იყო დუეტი „ჯორჯია“.
„აფხაზეთის თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… სიამაყით მიდევს სოციალურ ქსელში ფოტოები, რომელიც აფხაზეთში მაქვს გადაღებული“… – აღნიშნა რატი დურგლიშვილმა.
დუეტ „ჯორჯიას“ მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ჩქარა“, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
„რა ლამაზი ენა ყოფილა აფხაზური“,
„ყველა ენაზე კარგად მღერით“, – წერენ სოციალურ ქსელში.