“რა ლამაზი ენა ყოფილა“ – დუეტ “ჯორჯიას“ აფხაზურად შესრულებულმა სიმღერამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

106

გადაცემაში „პრაიმ შოუ“ აფხაზურ ენაზე შესრულებული სიმღერების პრემიერა შედგა.

აფხაზეთში ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჰიტებისთვის ახალი არანჟირება Bravo Records-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

„პრაიმ შოუში“ ქართველმა მომღერლებმა სიმღერები აფხაზურ ენაზე შეასრულეს.

მათ შორის იყო დუეტი „ჯორჯია“.

„აფხაზეთის თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… სიამაყით მიდევს სოციალურ ქსელში ფოტოები, რომელიც აფხაზეთში მაქვს გადაღებული“… – აღნიშნა რატი დურგლიშვილმა.

დუეტ „ჯორჯიას“ მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ჩქარა“, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

„რა ლამაზი ენა ყოფილა აფხაზური“,

„ყველა ენაზე კარგად მღერით“, – წერენ სოციალურ ქსელში.