ვრცელდება მიმოწერა, სადაც დები დევსურაშვილების დედა შვილებთან დაკავშირებას ცდილობს

23 აგვისტოს შატილის საბედისწერო ტურში მყოფი დების მედეა და ხატია დევსურაშვილების დედა შვილებს ტრაგედიის მომენტში ვერ უკავშირდებოდა, შედეგად კი მან სავარუდოდ ტუროპერატორს მისწერა. მიმოწერა სოციალურ ქსელში გვარცელდა.
“გამარჯობა, ნანუკა შვილო, რუსთავიდან გწერ. დღეს შატილის ტურის ექსკურსია რომელმა ჯგუფმა მოაწყო ხომ არ იცით?

ჩემი შვილები არიან წასულები და ტელეფონები გათიშული აქვთ, ვერაფერს ვგებულობ, სად შეიძლება იყვნენ, ” – წერს გოგონების დედა.

შეგახსენებთ, რომ შატილიდან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა, შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მედეა დევსურაშვილი, მისი 23 წლის და კი სიცოცხლისთვის იბრძვის