3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 6-გზის ევროპის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე იუბილარია. ძალოსანი 31 წლის გახდა.
აღსანიშნავია, ლაშას დაბადების დღეზე მეორე ქალიშვილი, ელენე შეეძინა და მილოცვებს ახლა უკვე შვილთან ერთად იღებს. ელენე ტალახაძე 4 წლის გახდა.
„დღეს ჩემი ორი ბედნიერება ადამიანის დღეა. უკიდეგანოდ და უსასრულოდ მიყვარხართ.
ჩემო ლეგენდა ადამიანო, გილოცავ, შენ ხარ საუკეთესო ადამიანი დედამიწაზე,“ – წერს ლაშას მეუღლე სოციალურ ქსელში.
ქართველი ძალოსანი 2018 წელს დაოჯახდა. მისი მეუღლე ანუკა დემურიაა. წყვილი 3 ქალიშვილს ზრდის.