“შვილი – 4, მამა – 31!“ – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იუბილარია

95

3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 6-გზის ევროპის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე იუბილარია. ძალოსანი 31 წლის გახდა.

აღსანიშნავია, ლაშას დაბადების დღეზე მეორე ქალიშვილი, ელენე შეეძინა და მილოცვებს ახლა უკვე შვილთან ერთად იღებს. ელენე ტალახაძე 4 წლის გახდა.

„დღეს ჩემი ორი ბედნიერება ადამიანის დღეა. უკიდეგანოდ და უსასრულოდ მიყვარხართ.

ჩემო ლეგენდა ადამიანო, გილოცავ, შენ ხარ საუკეთესო ადამიანი დედამიწაზე,“ – წერს ლაშას მეუღლე სოციალურ ქსელში.

ქართველი ძალოსანი 2018 წელს დაოჯახდა. მისი მეუღლე ანუკა დემურიაა. წყვილი 3 ქალიშვილს ზრდის.