„ეს იყო პირადი ჯოჯოხეთი – ჯასტინ ბიბერი მზადაა, Diddy-ს „თეთრი წვეულების“ შესახებ მოჰყვეს, თუკი ეს სხვებს დაეხმარება“, – ამის შესახებ ინფორმაციას In Touch Weekly
ინსაიდერის ცნობით, ჯასტინს არ სურს შონ კომბსთან დაკავშირებული მოვლენების გახსენება, რადგან ეს მისთვის ძალიან ტრავმულია, თუმცა, ის მზად არის ყველაფერი თქვას, თუკი ეს სხვებს დაეხმარება.
თუ როდის მოხდება ყოველივე ეს და კიდევ რა შოკისმომგვრელი სიახლეებს შევიტყობთ რეპერის შავ-ბნელი საქმეების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ინსაიდერების ცნობით, უკვე უამრავი „სელებრითია“ მზადა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედია აქტიურად ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ჯასტინ ბიბერი Diddy-ის მხრიდან ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. ეჭვები ამის შესახებ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც საარქივო ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში რეპერი 15 წლის ჯასტინის გვერდით დგას და ამბობს:
„ის დიდისთან 48 საათს გაატარებს, რას გავაკეთებთ? ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად 15 წლის ბიჭის ოცნებაა. მომდევნო 48 საათის განმავლობაში ის ჩემთანაა და ჩვენ ვიგიჟებთ“.