„ეს იყო პირადი ჯოჯოხეთი“ – ჯასტინ ბიბერი მზადაა, Diddy-ის „თეთრი წვეულების“ შესახებ მოჰყვეს, თუკი ეს სხვებს დაეხმარება

136

„ეს იყო პირადი ჯოჯოხეთი – ჯასტინ ბიბერი მზადაა, Diddy-ს „თეთრი წვეულების“ შესახებ მოჰყვეს, თუკი ეს სხვებს დაეხმარება“, – ამის შესახებ ინფორმაციას In Touch Weekly

ინსაიდერის ცნობით, ჯასტინს არ სურს შონ კომბსთან დაკავშირებული მოვლენების გახსენება, რადგან ეს მისთვის ძალიან ტრავმულია, თუმცა, ის მზად არის ყველაფერი თქვას, თუკი ეს სხვებს დაეხმარება.

თუ როდის მოხდება ყოველივე ეს და კიდევ რა შოკისმომგვრელი სიახლეებს შევიტყობთ რეპერის შავ-ბნელი საქმეების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ინსაიდერების ცნობით, უკვე უამრავი „სელებრითია“ მზადა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედია აქტიურად ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ჯასტინ ბიბერი Diddy-ის მხრიდან ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. ეჭ­ვე­ბი ამის შე­სა­ხებ, მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც საარქივო ვი­დეო გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­ში რე­პე­რი 15 წლის ჯას­ტი­ნის გვერ­დით დგას და ამ­ბობს:

„ის დი­დის­თან 48 სა­ათს გა­ა­ტა­რებს, რას გავა­კე­თებთ? ამას ვერ გეტყვით, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად 15 წლის ბი­ჭის ოც­ნე­ბაა. მომ­დევ­ნო 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჩემ­თა­ნაა და ჩვენ ვიგიჟებთ“.