ამერიკელმა რეპერმა ემინემმა სიმღერაზე Temporary გადაღებული ვიდეო გამოუშვა, რომელშიც გაამხილა, რომ მისი ქალიშვილი ჰეილი ორსულადაა.
ვიდეორგოლი ემინემმა ჰეილის მიუძღვნა. მასში მოხვდა კადრები, რომლებზეც ჰეილი ჯერ სულ პატარაა და ასევე მომენტები მისი ქორწილიდან. ტექსტში ემინემი ქალიშვილს მიმართავს, იხსენებს მის ბავშვობას და პირობას დებს, რომ ყოველთვის დაიცავს მას.
კლიპში ასევე სულ ახალი ვიდეოც მოხვდა – მასში ჰეილი მამას ორსულობის შესახებ უყვება – ულტრაბგერითი გამოკვლევის ფოტოს აჩვენეს და ჩუქნის მაისურს წარწერით „ბაბუა“.