რაჭაში, 22 აგვისტოს ლასო აბუთიძის მკვლელობის შესახებ ფეისბუკმომხმარებელი მანანა ავსაჯანიშვილი პოსტს აქვეყნებს.
„ვიზიარებ ლასო აბუთიძის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! საშინელი ტრგედია დატრიალდა, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მთელი დარჩენილი ცხოვრება ეს იქნება უდიდესი და გაუნელებელი ტკივილი. განხილვის საგანი გახდა ფაქტი, რომ თითქოსდა კოტეჯის დამსვენებელმა გოგონებმა დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრეს დაურეკეს. მე ვარ ერთ-ერთი იმ გოგოთაგანი და ამდენი დეზინფორმაციის და ბულინგის შემდეგ ამ პოსტს ვწერ მათთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს!
ეს იყო ჩვენთვის, ოთხივესთვის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული დღე! არ გვისაუბრია იმიტომ, რომ ვგლოვობთ, იმიტომ რომ ამ უმძიმესმა ტრაგადიამ გაგვანადგურა და ეხლაც ძლივს ვუყრი სათქმელს თავს, კიდევ უფრო მეტ ლანძღვას ავიტანდით საზოგადოებისგან, ოღონდ ის ადამიანი ცოცხალი იყოს…
სიმართლე კი მდგომარეობს შემდეგში: არცერთ ჩვენგანს არ დაგვირეკავს დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრისთვის. იმ უბედური წუთების დროს, ლასო აბუთიძე ჩვენთან იმყოფებოდა, რადგან ტელევიზორის სადენი ამოიტანა, რომელიც ერთი საათის წინ წაიღო. თავდამსხმელები უკვე წასულები მობრუნდნენ უკან და დაუძახეს ლასოს გარეთ… დაიწყო კონფლიქტი.
კონფლიქტის დაწყებისთანავე ოთხივე ჩვენგანი მაქსიმალურად ვცდილობდით გვემოქმედა უსწრაფესად, ჩემმა დამ 112-ში დარეკა კონფლიქტის დაწყებისთანავე. მედეა ცირამუამ ხელჩართული ჩხუბის დროს შებოჭილი ლასოს თავდამსხმელებისგან დაცვა ფიზიკურად სცადა, რის გამოც ერთ-ერთმა მკვლელმა სცემა და თმებით ითრია, მთელი კონფლიქტის განმავლობაში ვყვიროდით, ვკიოდით და შველას ვითხოვდით, თუმცა უშედეგოდ… მშველელი არსაიდან ჩანდა, გვემუქრებოდნენ და ფიზიკურად გვერჩოდნენ ჩვენც, პირადად მე ბოლოს მეზობელ სახლში შევვარდი და იმ მყოფ მამაკაცებს ვთხოვე დახმარება… მათი დახმარებით შევძელით ლასოს მკვლელებისგან გამოგლეჯა… სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩვენი ძალებით მისი სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობდით.
არავის, საერთოდ არავის ვუსურვებ იმავეს გამოვლას! ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ წუთების სიმძიმეს! ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ გადარჩებოდა! საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ ეს სრულიად უდანაშაულო ბიჭი აღარ არის! ვიზიარებ ოჯახის უმძიმეს ტრგედიას და მწუხარებას!“, – განმარტავს მანანა ავსაჯანიშვილი.