30 წლის მსახიობი, კრისტენ სტუარტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას უამრავ წარმატებულ და ცნობილ ფილმში შეხვდებით, საიდანაც მსახიობმა დიდ წარმატებას მიაღწია. მისი პოპულარობიდან გამომდინარე კრისტენის ძვირადღირებული და გლამურული საცხოვრებელი ნამდვილად არ არის გასაკვირი. ახლა ის მალიბუში არსებულ მდიდრულ სახლს, რომელშიც 9 წელი გაატარა, 9,5 მილიონ დოლარად ყიდის. სახლში 5 საძინებელი და 4 სველი წერტილია, ორი ვერრანდა, რომელიც ულამაზეს ხედს გადაჰყურებს, მისაღები ოტახი, მოსასვენებელი ოთახი, სამზარეულო, ბიბლიოთეკა. ასევე სახლიდან არს მცირე ზომის გადასასვლელი ხიდი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ე.წ. „guesthouse“-ში მოხვდებით.