“ესენი მგონი გვეღადავებიან… ორშაბათს რატომ გვეტყვით? და შაბათს, ან კვირას არა, როცა უფრო მეტ ადამიანს შეეძლება მოსვლა”

“ორ­შა­ბათს რა­ტომ გვე­ტყვით? და შა­ბათს, ან კვი­რას არა, როცა უფრო მეტ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა მოს­ვლა. თქვენ მარ­თლა რძეს ხომ არ იწ­ვე­ლე­ბით ხალხნო?! ესე­ნი მგო­ნი გვე­ღა­და­ვე­ბი­ან” – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას, სა­ი­და­ნაც გა­ირ­კვა, რომ სამ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ სა­მოქ­მე­დო გეგ­მის წარ­დგე­ნა 4 დღით გა­და­დო.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ისი­ნი 4 ნო­ემ­ბერს აქ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ და სწო­რედ იქ გა­აც­ნო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რო­გო­რია მათი გეგ­მა.

ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რას “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ოფის­ში “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის”, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” და “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.
“ვი­ცით, რომ არა­ვინ აპი­რებს, რომ რამ­დე­ნი­მე ჭინ­კას და კუდ­რა­ჭას გა­ა­ტა­ნოს ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი. ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც გა­აგ­რძე­ლებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ კრი­მი­ნა­ლურ სქე­მა­ში, რი­თაც მო­პა­რუ­ლი იყო არ­ჩევ­ნე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა დას­ჯი­ლი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ბრძო­ლა ამ არ­ჩევ­ნე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის აღი­ა­რე­ბის­თვის. რაც მთა­ვა­რია ჩვენ შე­ვიკ­რი­ბე­ბით ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე რუს­თა­ველ­ზე და იქ მო­გახ­სე­ნებთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, თუ რო­გორ ვი­მოქ­მე­დებთ” – თქვა “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ.