რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი შეყვარებულია.
მისი რჩეული წარმატებული ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძეა. მარიშა გუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოს საკუთარ სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.
მარიშა სამოდელო სააგენტო Lookmodels-ის მოდელია, რომლის ხელმძღვანელიც ნინო ცქიტიშვილია.
მარიშა მოხვდა იმ 5 ქართველ მოდელს შორის, რომლებზეც Vogue-ის ონლაინ-გამოცემა წერდა.
მარიშა ასევე გადაღებულია რამდენიმე ფილმში.
გუკასთან ერთად მისი, როგორც თანაპროდიუსერის წარდგენა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრულ ფილმში – „წმინდა ელექტროენერგია“, რომელიც ,,ლოკარნოს კინოფესტივალზე” ,,ოქროს ლეოპარდით” დაჯილდოვდა, თანაპროდიუსერები: ინეკ სმითი, ინეკ კანტერსი, ლისეტე კელდერი, გუკა რჩეულიშვილი და მარიშა ურუშაძე არიან.
მარიშა უკვე წლებია, „გუჩისა“ და „მარკ ჯეიკობსის“ სამოდელო სახლების ჩვენებებზე გამოდის.