მელანია ტრამპი აშშ-ს პირველი ლედი მეორედ გახდა. მელანიას იდეალური ფიგურა საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა.
გასაკვირი არაა, რომ ყოფილმა მოდელმა იცის როგორ უნდა მოუაროს სხეულს ისე, რომ მუდამ ფორმაში იყოს.
და მაინც, რა არის აშშ-ს პირველი ლედის იდეალური ფორმების საიდუმლო?
2016 წელს მელანია ტრამპმა GQ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბალანსირებულ კვებასთან ერთად, აუცილებელია ჯანსაღი ხილის მირთმევაც.
მისი თქმით, დღეში, სულ მცირე, 7 სახეობის მაინც მიირთმევს.
მელანიას დილა შვრიის ფაფით ან ჯანსაღი სმუზით იწყება. მანამდე, სანამ აშშ-ს პირველი ლედი გახდებოდა, 2013 წელს ფანებს თავისი საყვარელი სამუზის რეცეპტიც გაუმხილა.
„დააბლენდერეთ ისპანახი, ნიახური, სტაფილო, მოცვი, ვაშლი, ფორთოხლისა და ლიმონის წვენი, უცხიმო იოგურტი, ზეითუნის ზეთი, სელის თესლი, ომეგა-3 და ვიტამინი D“,- უთხრა ფანებს მელანიამ. სადილზე მელანია ზღვის პროდუქტებს მიირთმევს, ხოლო ვახშამზე – მწვანე სალათებს.
მელანია უარს არც ტკბილეულის მირთმევაზე ამბობს.
„თუ რამე ტკბილის მირთმევა მინდა, ხილს ან შოკოლადს ვიღებ. ეს სხეულისთვის აუცილებელია“,- ამბობს მელანია.
ერთ-ერთ ინტერვიუში მელანიამ აღიარა, რომ ძალიან უყვარს ნაყინიც და მას ხშირად მიირთმევს, თუმცა ზომიერად და კვებასთან დაბალანსებულად.
„არაფერია იმაში ცუდი, თუკი დროდადრო არაჯანსაღ სავებს მიირთმევთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დანარჩენი დრო ჯანსაღ კვებას ეთმობა“, – ამბობს ის.