ვაჩე ღვინიაშვილის მამა, ბესო ღვინიაშვილი იუბილარია.
ამის შესახებ ვაჩე სოციალურ ქსელში წერს და მამას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.
„დღეს, 8 ნოემბერს, მამაჩემის დაბადების დღეა! თქვენ იცით რა კარგია ის ზოგადად, მაგრამ ის ჩემთან ორმაგად მაგარია! საუკეთესო მრჩეველი, აზრის გამზიარებელი, ყველაზე ორიგინალური და თუ რამე გამოუვალი მდგომარეობა არაა ყველა სურვილის შემსრულებელი. ეს ყველაზე მცირე ჩამონათვალია მისი სიკარგის დასახასიათებლად!
მამა, გილოცავ შენს დღეს, მრავალს დაესწარი, სულ ბედნიერებაში და სიყვარულში ყოფილიყავი (გისურვებ შვილის წარმატებას) შენ ამ ყველაფერს მართლა იმსახურებ,“ – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.