საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 16 ნოემბერს “ერთა ლიგის” ფარგლებში მორიგ მატჩს გამართავს და უკრაინას დაუპირისპირდება.
ფეხბურთელები უკვე შეიკრიბნენ და მატჩისთვის ემზადებიან.
ეროვნული ნაკრების ფოტოებიდან ყურადღება მიიქცია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის სამოსმა. ისინი შეკრებაზე ერთნაირი ქურთუკებით მივიდნენ.
სამოსი, რომელიც ბიჭებმა მოირგეს ცნობილი ფრანგული ბრენდის, LOUIS VUITTON-ის კოლექციიდანაა.
სამოსი ბრენდის ოფიციალურ საიტზე 2800 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ბიჭებს ამავე ბრენდის სპორტული ჩანთები ჰქონდათ თან.
ცნობისთვის, საქართველო “ერთა ლიგის” B ჯგუფში ასპარეზობს ჯგუფში პირველ. ადგილს ამ დროისთვის ჩეხეთი იკავებს, მეორე ადგილზე 6 ქულით საქართველოა, 6 ქულა აქვს ალბანეთსაც და მესამე ადგილზეა, ხოლო უკრაინა 4 ქულით მეოთხე ადგილზეა.