ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ნაკრების შეკრებაზე LOUIS VUITTON-ის ერთნაირი ქურთუკებით მივიდნენ

41

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი 16 ნო­ემ­ბერს “ერთა ლი­გის” ფარ­გლებ­ში მო­რიგ მატჩს გა­მარ­თავს და უკ­რა­ი­ნას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი უკვე შე­იკ­რიბ­ნენ და მატ­ჩის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის სა­მოს­მა. ისი­ნი შეკ­რე­ბა­ზე ერ­თნა­ი­რი ქურ­თუ­კე­ბით მი­ვიდ­ნენ.

სა­მო­სი, რო­მე­ლიც ბი­ჭებ­მა მო­ირ­გეს ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი ბრენ­დის, LOUIS VUITTON-ის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა.

სა­მო­სი ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე 2800 დო­ლა­რი ღირს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­ჭებს ამა­ვე ბრენ­დის სპორ­ტუ­ლი ჩან­თე­ბი ჰქონ­დათ თან.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო “ერთა ლი­გის” B ჯგუფ­ში ას­პა­რე­ზობს ჯგუფ­ში პირ­ველ. ად­გილს ამ დრო­ის­თვის ჩე­ხე­თი იკა­ვებს, მე­ო­რე ად­გილ­ზე 6 ქუ­ლით სა­ქარ­თვე­ლოა, 6 ქულა აქვს ალ­ბა­ნეთ­საც და მე­სა­მე ად­გილ­ზეა, ხოლო უკ­რა­ი­ნა 4 ქუ­ლით მე­ო­თხე ად­გილ­ზეა.