ეკა მამალაძე დიდი ოჯახის, შვილებისა და შვილიშვილების შესახებ

43

ეკა მამალაძე რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „ART FM“ ესტუმრა და ბევრ სხვა თემასთან ერთად, დიდ ოჯახზეც ისაუბრა.

ეკა მამალაძე:უზარმაზარი ოჯახი და ოთხი შვილიშვილი მყავს. დიმიტრი პრაღაში სწავლობს, სანდრო 16 წლისაა, ძალიან უნდა გიტარაზე დაკვრის სწავლა და ვფიქრობ ამ სფეროში შევძლებ მის დახმარებას, ნიკოლოზი ჯერ 10 წლისაა, ნატალიკოს ბიჭი კი, ყველაზე უმცროსია. ძალიან ნიჭიერი, თუმცა სასაცილო ბავშვია და ყველას ძალიან გვამხიარულებს. შვილებიც და შვილიშვილებიც უკვე დიდები არიან. ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, მე და ნანი კი, ერთად ვართ, თუმცა ბავშვებიც ხშირად გვსტუმრობენ. ვფიქრობ, სწორედ ესაა ნამდვილი ბედნიერება, როცა მთელი ოჯახი, ყველა თაობა ერთად იყრის თავს და ხალისიანად ატარებს დროს.

დეკემბრის თვეში ნანის წიგნის პრეზენტაციას ვგეგმავთ. წიგნის გამოცემაზე ჩემი შვილი გოგიკო საყვარელიძე ზრუნავს, რომელმაც ფანტასტიკურად გაართვა თავი საორგანიზაციო საკითხებს. წიგნი გერმანიაში გამოიცემა გოგიკოს შერჩეული ფოტოებითა და გემოვნებიანი ილუსტრაციებით. სხვათა შორის, დედა დიდხანს უარობდა წიგნის გამოშვებას, არადა უამრავი ისტორია აქვს, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველასთვის საინტერესო იქნება. დიდხანს ვეხვეწეთ და საბოლოოდ დავითანხმეთ, წიგნზე მუშაობა სამი წელი გაგრძელდა, დეკემბერში კი, ფირფიტასთან ერთად გამოვა.