“შეიძლება ხელი დავთმე, მაგრამ იმდენად კარგი ცხოვრება მაქვს დღეს ამ ყველაფრის გარეშე ამას ვერ მივიღებდი“ (ვიდეო)

2012 წელს მომხდარმა შემთხვევამ და ამის შემდეგ მომხდარმა სასწაულმა, მთელი ქვეყანა მოიცვა – 16 წლის ლიკუნა ჩაჩიბაია კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და საბედნიეროდ, გადარჩა. ყველაზე ცუდად რაც ახსოვს, მოარული ხმებია, თითქოს, 16 წლისამ ეს შეყვარებულის გამო გააკეთა. რეალურად, მას შეყვარებული არ ჰყოლია და ეს მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.

დღეს ლიკუნა შემდგარი და წარმატებული ქალია. მის ანგარიშზე სპორტული ტიტულებიც უხვადაა. ამბობს, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო…

კომიდან გამოსულს არავინ მეუბნებოდა, რომ ხელი არ მქონდა, ეშინოდათ, თავს რამე არ დაუშავოსო. ზემოდან ვუყურებდი ჩემს თავს, რაც ხდებოდა – როგორც ფილმებში გინახავთ. მე სიკვდილთან ბრძოლა გადავიტანე და გავიმარჯვე. 12 წელი გავიდა და არასდროს მითქვამს რატომ მე…“.