ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, სადაც ოტია იოსელიანი ამბობს, ლუდი და ცოლი მისი ორი დიდი სიყვარულია.
„ამ ფაქტს უკვე დიდი ხანია შევეგუე, ოტიას ორი სიყვარული – „ლუდი და ცოლი“, მე ვცდილობ, უბრალოდ რომ დავწინაურდე,
რაც შეეხება მორიგ ბელგიურ ლუდსახარშს – ამჯერად მეხელენში ჰეთანკერის ლუდსახარშს ვესტუმრეთ და ძალიან საინტერესო საათნახევარი გავატარეთ, ვრცელ ვიდეოს კი ჩემს იუთუბ არხზე გაგიზიარებთ“, – წერს ნუცა ცისკარიშვილი ვიდეოს აღწერისას.