“ერთადერთი ნათელი გამონაკლისი იყო, ღირსეული გიორგი გველესიანი”

თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს.

დღეს საოცარი განხიბლვა დამეუფლა.🤦🏻‍♀️😨
ვინც მიცნობს,იცის რომ “მორიდებული გოგო” არ ვარ და ასეთ რაღაცეებს, ვინც და რაოდენ საამაყოც არ უნდა იყოს, არ “გავატარებ”! სათქმელი უნდა ითქვას. როცა მოედანზე პოზიორობს ფეხბურთელი მისი გულშემატკივრებით და ათასი კამერების თვალწინ ხელის ჩამოსართმევად ტრიბუნებზე ადის…ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა,ხოლო “შინაურულ სიტუაციაში”ის როგორ ეპყრობა მის გულშემატკივარს….ეს კიდევ სულ სხვა თემაა და ეს მხარე უფრო რეალურად აღწერს მის პიროვნებას.
ჩემი ბავშვები, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანის, ჩვენი ეროვნული ნაკრების “დაუძინებელი” ფანები არიან. სწორედ ამ გრძნობით და ოცნებით,რომ ისინი ბათუმში მათ საყვარელ კუმირებს შეხვდებოდნენ და ისინი მათ ავტოგრაფს აჩუქებდნენ, მათთან სურათს გადაიღებდნენ … ამ გრძნობით მოუჩქაროდათ გული ბათუმში.
მატჩის მეორე დღეს, იცოდნენ რა მათი საყვარელი ფეხბურთელები,სასტუმრო “ჰილტონი”დან ავტობუსით გადიოდნენ….მთელი ღამე არ ეძინათ. დილიდანვე იყიდეს მარკერები, მაიკები და გაეშურნენ სასტუმროდან გამოსვლისას მათთან შესახვედრად. ბავშვებს იქ დახვდნენ კიდევ სხვა პატარა ფანები და მათ დროდადრო კიდევ შემოუერთდათ კიდევ…20-30 მდე ბავშვი. რატომღაც თქვეს რომ ნაკრები სასტუმროს 4 საათამდე არ დატოვებდა,თუმცა ეს არ ყოფილა პატარებისთვის შეფერხება.
ისინი, დილიდან მოყოლებული, 6-7 საათის განმავლობაში,
მშიერნი, მწყურვალნი, ბურთებით, ფურცლებით, მარკერებით, მაისურებით “შეიარაღებულნი”იდგნენ სასტუმროს ჰოლში და ელოდნენ მათი კუმირების გამოჩენას.
და აი ნანატრი წამი….თქვეს რომ ნაკრები 4 საათისთვის დატოვებდა სასტუმროს. ეს დრო საკმაოდ შორი იყო, მაგრამ არავის უფიქრია იქაურობის დატოვება. მოახლოვდა 3 საათი და შემოვარდნენ დაცვის წევრები და დაიწყეს შუა სასტუმროს ჰოლში რკინის გისოსების დამონტაჟება(!) თითქოს და ნაკრები უნდა დაეცვათ კუნთმაგარი კაცების თავდასხმისგან. ეს კიდევ არაფერი, ბავშვების მშობლებს აიძულებდნენ ტერიტორიის დატოვებას…არადა ვის ვის და პირველ რიგში მშობელს სურს მისი შვილის გადაღება მის საყვარელ ფეხბურთელთან შეხვედრის მომენტში.
ბავშვები კიდევ ერთი საათი წვალობდნენ და იცდიდნენ ამ რკინის მოაჯირებთან. მათ არ ახსოვდათ არც დაღლა, არც შიმშილი, არც წყურვილი და ბოლოს….ნანატრი წუთი….გამოჩდნენ კიბეებზე მათი ნანატრი ფეხბურთელები, რასაც ბავშვები ტაშით, ოვაციებით და კალმიანი, ფურცლიანი გაწვდილი ხელებით შეეგებნენ. ერთმა მშობელმა თქვა…რამდენჯერმე მოვედით და ისე ჩაგვირბინეს, ხელმოწერა კი არა,თვალი ძლივს მოვკარითო(!) 👎🏼
არ მეჯერა…მაგრამ, ჩემთანაც, განხიბლვის მომენტი დადგა სწორედ მაშინ,როდესაც ნაკრების ბიჭებმა, ბავშვების ამ გამოწვდილ ხელებს, ბურთებს, ფურცლებს და მაისურებს….სრული იგნორით უპასუხეს და ბავშვებთან უკონტაქტოდ, სწრაფად ჩაიარეს გისოსებიან კორიდორში(!) ერთადერთი, ბუდუ ზივზივაძე შეჩერდა და მოინდომა ავტოგრაფების მიცემა, ერთი ორზე მოასწრო, მაგრამ დაცვის თუ სტაფის ხალხი მიაწვა მას წადი! წადიო!
კარგით რააა ბიჭებო, ან თავად ბავშვები არ ყოფილხართ??? ან კუმირები არ გყოლიათ?? ან…ან…ან…? პატარა ბავშვები დილიდან უჭმელ-უსმელი 6-7 საათის განმავლობაში ელოდებიან თქვენს გამოჩენას, 4 საათამდე განზრახ არ ჩნდებით ჰოლში, (რომ არ დაგესხან თავზე) და როცა ჩნდებით(და ასე გვიან) მაშინაც ასე აიგნორებთ ამ ბავშვებს?? ის თუ იცით რომ თქვენი ქვეყნის მთელი შიდა წარმატება ამ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე დგას??? ის თუ იცით რომ მისი კერპისგან ასეთი იგნორი მათ ტრავმად და განხიბლვად დარჩებათ მთელი ცხოვრება?? ის თუ იცით რომ…ერთხელ ლიონელ მესიმ ბავშვის ხელგაწვდილი ხელი ვერ შეამჩნია, ჩაიარა და ასეთი (უნებური) ქცევისთვის მას კინაღამ ფეხბურთი დაატოვებინეს, მერე სულ ბოდიშები ახდევინეს და ლამისაა სახლში მიაწვევინეს ეს ბავშვი?
https://youtu.be/44gYQtEd4KI?si=qTr5mEtBLiUlqwit
ერთი იცოდეთ ბიჭებო, ამ ბავშვების გულწრფელ აღტაცებაზე, თაყვანზე და სინდისზე დგას მთელი თქვენი “შიდა” წარმატება და ამ პატარა ქართველებს თუ არ მოეფერებით…კი ბატონო,მაშინ ითამაშეთ ესპანელი,
გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი ბავშვებისთვის
6 ნიშნა მსუყე თანხებზე და აქ შიგადაშიგ გამოჩნდით ხოლმე “ხელმიუწვდომელი ბეტმენებივით”!!!
სწორედ ასეთ სიტუაციებში ჩანს თქვენი ფანებისადმი მადლიერება, თორემ უზარმაზარ სტადიონებზე, ათასობით კამერის წინ, კი ვიცით რომ ყველას გიყვართ თქვენი გულშემატკივრები! მით უმეტეს, როცა ქვეყანამ ღირსების ორდენით დაგაჯილდოვათ…ეს “ღირსეულობა” პირველ რიგში თქვენს ქართველ ფანებს უნდა დაუბრუნოთ, თორემ ევროპელი ფანებისთვის,თქვენ ერთი რიგითი “დღეს შენ და ხვალ შენზე უკეთესი” მოთამაშე ბრძანდებით!! ისე, წესით, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება,უპრიანი იქნება, თქვენმა უნიჭო პროტოკოლმა, გამოჰყოს ერთი საათი სპეციალურად ფანებთან შესახვედრად და მათთვის ავტოგრაფებისთვის, მაგრამ ამას მენეჯმენტი და მიხვედრა ხომ უნდა?? არ გამოვრიცხავ რომ სწორედ ისინი გაძალებდნენ “ხალხთან არ გაჩერდეთ, პირდაპირ ავტობუსში ჩაჯექითო”, მაგრამ ვაჟკაცობაც ის არის რომ მის ადგილას მოაჯინოთ ეს თქვენი “ფანთმოძულე” მენეჯერები.
იმედია, იმ კორიდორში მდგომი ბავშვებიდან, (ვისაც გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავდა და ცალკე არ შეაპარეს ფეხბურთელებთან შესახვედრად) რამდენიმე მაინც გახდება თქვენსავით დიდი ფეხბურთელი და ყოველთვის ემახსოვრება თუ როგორ არ უნდა შეიპყროს ის ამბიციებმა, როგორ არ უნდა გააგიჟოს 6 ნიშნა ჰონორარებმა და როგორ არ უნდა მოიქცეს მის პატარა ფანებთან, როგორ არ უნდა ჩაიქროლოს მათ წინ “საქონლის მატარებელივით” ,როგორ არ უნდა დატოვოს ისინი ატირებული, პირში ჩალაგამოვლებული და
როგორ “ფეხებზე არ უნდა დაიკიდოს” მათ მიერ გულწრფელად გამოწვდილი ფურცლებიანი და კალმიანი პატარა ხელები!!! 🙌🏼🙌🏼🙌🏼🙌🏼 (პირადად ჩემი შვილები გასკდნენ ტირილით ამის გამო)

პ.ს. ერთადერთი ნათელი გამონაკლისი იყო, ღირსეული გიორგი გველესიანი, რომელიც რამდენჯერმე ადამიანურად, ყოველგვარი დაცვების გარეშე, მარტო ჩამოვიდა ჰოლში და არც ერთ ფანს არაფერზე გული არ დაწყვიტა. ასევე, გ.მიქაუტაძე არ იმყოფებოდა სასტუმროში ნაკრებთან ერთად და ეს შენიშვნაც მას არ ეკუთვნის!”