მომღერალი და რადიოწამყვანი თაკო მელიქიშვილი საქართველოში დაბრუნდა პორტუგალიიდან, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საცხოვრებლად იყო წასული. მან პროფესია დაიმატა და ნუმეროლოგიით დაინტერესდა. ის „დღის პოსტს“ესტუმრა.
თაკო მელიქიშვილი:
2024 წელი ჩემთვის მოგზაურობის წელი იყო. ვიყავი საფრანგეთში, შემდეგ პორტუგალიაში ვიცხოვრე და ახლა დავბრუნდი საქართველოში. უცხო ქვეყანაში ყოფნისას მივხვდი, რომ სადღაც ტურისტული მიზნით მიდიხარ. ეს თვეები რომ გაგრძელდა, მივხვდი, რომ მარტივი არ არის. მეკითხებიან, სამ თვეში ისწავლე ენაო? როგორ უნდა მესწავლა?
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი იყო მოგზაურობისთვის, იყო საკმაოდ რთული წელი ჩემთვის, განსაცდელი ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს, რომელსაც ვერ უმკლავდები, როდესაც შენი ცხოვრება განულდება და გინდა, გაიქცე უცხო ქვეყანაში. იქ კი უფრო სხვა პრობლემები იჩენს თავს. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა რთული იყო, გადავწყვიტე, უფრო კარგად გამეცნო საკუთარი თავი. ყველა ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები, დავინტერესდი ნუმეროლოგიით, ციფრებით, ფინანსებით, ოჯახური მდგომარეობითა და კარმული ვალებით. აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი… ალბათ, ძალიან უნდა განულდე ცხოვრებაში. ამ პერიოდში, ვფიქრობ, რომ გავიზარდე. ბევრი ადამიანი ამ წელს გაიფილტრა ჩემი ცხოვრებიდან და ეს ასე იყო საჭირო, რადგან ეს კარმული წელიწადია.