“ვიდეო რომ დაიდო შოკში ვიყავი“ – როგორ გაიგო დამ თამუნა მუსერიძის შესახებ

პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც რუსუდან ხორავა ჰყვება, თუ რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ და ჰყავდა.

„ღამის 2 საათია, შემოდის გიო და მეუბნება: დედა, გაიღვიძე, მუსერიძემ მამა იპოვაო. – იცი, ვინ არისო? – მამაშენიო. წამოვჯექი, ვუყურებ (ვიდეოს) და არ მჯერა. ცოტა ხანი ვერ მოვედი აზრზე, შოკში ვიყავი… 

მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვბორგავდი, დავდიოდი… მერე იყო ის, რაც იყო – ძალიან სასიამოვნო და კარგი ამბავი. სულ მინდოდა და მყოლოდა”, – ამბობს რუსუდან ხორავა.