ხათუნა ჟორდანია გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ მომღერალ, ზურა ხაჩიძესთან დაშორების და შერიგების მომენტები გაიხსენა.
„როცა ზურა გავიცანი, მაშინ ის ძალიან პატარა იყო, რაც ჩემთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. როცა შეხვედრა დავიწყეთ, ზურა ავად გახდა ჩემით, თუ პაემანზე უარს ვეტყოდი, გულის შეტევით იწვა ლოგინში.
მე შვეიცარიაში მომიწია წასვლა სამი თვით, როცა ჩამოვედი და ძალიან მონატრებული ვიყავი, მივედი ზურასთან სახლში. ზურა მეუბნება, ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება, დავშორდეთო…
წამოვედი სახლიდან, მანქანაში ჩავჯექი თუ არა, ისეთი ტირილი დავიწყე, მივხვდი, ეს ჩემი ბრალი იყო და ის დავკარგე. სხვა ადამიანი გაჩენილა მის ცხოვრებაში, ქეთა თოფურიაზეა საუბარი“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.