“ძალიან სადავო თემას შევეხები და არ მაგინოთ”

ჟურნალისტ ვახო სანაიას პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სანაიამ ქვეყნის შიდა ტურიზმზე ისაუბრა და დიდი კრიტიკაც დაიმსახურა:

ძალიან სადავო თემას შევეხები და არ მაგინოთ. ახლა დიალოგი მქონდა ერთი კაი ადამიანის სტატუსის ქვეშ. პოსტი ეძღვნებოდა თუშეთს. ვერ ვხვდები, თუშეთში რა უნდა დაათვალიერო ზოგადად, მაგრამ ოქეი. უნდა განვაზოგადო თემა. ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს საქართველოში ტურიზმის მიმართ. ვფიქრობ, საქართველოში ერთადერთი რეალური და არა მოგონილი ტურისტული პოტენციალი აქვს აფხაზეთს. აი ბუნებრივი და მართლა ნამდვილი. დანარჩენი მაინც წვალება მგონია. არ მაგინოთ ახლა“- წერს ვახო სანაია.