თბილისში, გუშინ მომხდარმა ტრაგიკულმა ამბავმა საზოგადოება შეძრა – ახალგაზრდამ მოკლა დედა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე, გაავრცელა ვიდეო, სადაც განმარტა, რომ ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. მან ჩამოთვალა რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც ღალატში ადანაშაულებდა. ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერი და „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილია.
ამასთან დაკავშირებით, სოფიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და დეტალებზე ისაუბრა.