ჯეო ტიმის დამფუძნებელი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”დღეს შუადღით ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგე, რომ ჩემი მეგობრის, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს.
უმძიმესი წასაკითხი იყო ეს ამბავი და როგორც გიოს, ასევე მის ოჯახის წევრებს ანერვიულებულმა მივწერე, რადგან ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყო. საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრი კარგადაა.
უმძიმესი წასაკითხია ის კომენტარები, თუ მესიჯები, რომელსაც ამ ფაქტის გაგებიდან მოყოლებული ჩემი მისამართით ვიღებ, რომ ძარცვაში, რომელიც მოხდა, ჩემს მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა. ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ვიდეოში წამითაც კი არ ყოფილა მისამართი ან სახლის ლოკაციის რაიმე მაიდენტიფიცირებელი მომენტი ნაჩვენები.
ღმერთმა იცის, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ამ საქმეში მოღვაწეობა დავიწყე, ყველა წამი ჩვენი ფეხბურთელების კეთილდღეობაზე და კარგად ყოფნაზე ვფიქრობ.
მე და გიო ლიონის ცენტრში,ლამბორგინით ვიყავით გასულები და 10დან 9 ადამიანი გიოს მანქანას ფოტოს უღებდა, იმდენად დიდი იშვიათობა იყო ეს ხალხისთვის. გიოს რომ ხედავდნენ საჭესთან, საერთოდ დიდი სიხარულით ეგებებოდნენ.
უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თბილი და გამამხნევებელი სიტყვები მომწერა, იმდენად მძიმე იყო ამ ბრალდების, ხუმრობის დონეზე წაკითხვაც, რომ, სიტყვებითაც ვერ აღვწერ.
მადლობა ღმერთს, გიო კარგადაა, მისი ოჯახის ყველა წევრი კარგადაა და მჯერა, ბოროტმოქმედებს მალე იპოვიან და საკადრისად დასჯიან.”