“ვინ უზრუნველყოფს გაფიცული საჯარო მოხელეების ყოველდღიურ არსებობას”

გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, მსახიობი ქეთი წიქვაძე პოსტს აქვეყნებს.

თანადგომის, სოლიდარობის და გაერთიანების მოთხოვნა გასაგები და მისაღებია, თუ ეს არ ცდება თხოვნის ნორმებს და არ გადადის ბულინგში და ძალადობაში..

მაგრააააამ!
მოწოდება,- “გაიფიცე”,-“წამოდი სამსახურიდან”….-ეს რას ემსახურება?

ვინ უზრუნველყოფს გაფიცული საჯარო მოხელეების ყოველდღიურ არსებობას?

რომელიმე თქვენგანი იღებთ პასუხისმგებლობას, რომ მაგალითად სატრანსპორტო მძღოლების, ან სანიტარული მომსახურეობის თანამშრომლების ოჯახებს აჭმევთ და მათ შვილებს უზრუნველყობთ?

შემდეგ რას პირდებით ამ ადამიანებს,რა ვაკანსიას თავაზობთ???
წარმოუდგენელია ასეთი ზეწოლა მოქალაქეებზე, რომელზეც ნოლი პასუხისმგებლობა გაქვს!

ძალადობა იგმობა როგორც ფიზიკური,ისე ფსიქოლოგიური და მორალური!

თუ პატრიოტი ხარ, იბრძოლე სწორედ,
არ შეუშალო ცხოვრება სხვას და არ შეაშლევინო ხელი მტერს!
ნუ იქნები შენივე ქვეყნის და მოქალაქის მტერი!

მშვიდობა ჩვენს საქართველოს, რომელიც ყოველთვის გაიმარჯვებს და არასდროს გადაუხვევს მარცხნივ!!!”