“სკულპტურის დემონტაჟი განვახორციელეთ, სასაფლაოს ძეგლი დავშალეთ” – რატომ მიიღო თემურ წიკლაურის შვილმა ეს გადაწყვეტილება

მომღერალი ქეთი წიკლაური ფეისბუქზე წერს, რომ მამის, თემურ წიკლაურის საფლავიდან აიღო სკულპტურა, რომელიც მანამდე, კოჯორში, არაერთხელ დააზიანეს. როგორც ის ამ პოსტში წერს, ნამუშევარი, რესტავრირების შემდეგ, მომღერლის მუზეუმში დაიდებს ბინას.

“დღეს სკულპტურის დემონტაჟი განვახორციელეთ. სასაფლაოს ძეგლი “დავშალეთ”.
ვინაიდან ვანდალიზმი არ დამთავრდა და კიდე გაგრძელდა.
აზრი არ აქვს შეკეთებას (უფრო სწორედ, შევაკეთებ და შევინახავ). არაფერი შველის ასეთ ხალხს, ვინც ამას ჩადის.
არც ვერსიები მაინტერესებს აწი, არც შესაძლო ჰიპოთეზები.


მივიღე გადაწყვეტილება შევინახო ეს საოცარი ნამუშევარი, რომელიც აწ განსვენებულმა ელიზბარ სააკაძემ გააკეთა.
ამ სკულპტურას დავდგამთ მამას მუზეუმში, რომლის იდეას დავატარებ აქტიურად და იმედით ვარ, რომ ღმერთი დამეხმარება.
და ამიტომაც ხალხის იმედიც მაქვს.
გისურვებთ მშვიდობას, ადამიანებო” – წერს ქეთი წიკლაური სოციალურ ქსელში.