ვინ იქნება სალომე ჭაჭუას მეწყვილე ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონზე

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგ სეზონში მონაწილეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მოცეკვავე „ინსტაგრამის“ გამომწერებს უზიარებს და მეწყვილესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მისი მეწყვილე დენი ო’კაროლია.

„სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს მეწყვილეს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, – აღნიშნავს სალომე თავის პოსტში.

დენი ო’კაროლი ირლანდიელი მსახიობი და პროდიუსერია, რომელიც სიტუაციურ კომედიებში მონაწილეობს.