“ერის მოღალატეს, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს მეძახდნენ, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე… ხალხნო, რა კრიტერიუმით ეძახით ადამიანებს რუსებს?”

“მა­ხა­რას” გა­ხეთ­ქი­ლი თა­ვის და­ნახ­ვა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო, გი­ორ­გის სი­ცო­ცხლე ჩვე­ნი, ყვე­ლას ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბია, რა გიმ­ტკი­ცოთ? რომ “იმედ­ზე” ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ?! ვიცი სა­დაც ვმუ­შა­ობ და სუ­ლაც არ მრცხვე­ნია ამის”, – ეს სტა­ტუ­სი მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 8 დე­კემ­ბერს და­წე­რა. თუმ­ცა იქამ­დე იყო მო­წო­დე­ბე­ბი, რო­გორც „იმე­დის“ ერთ-ერთ სა­ხეს, და­ეგ­მო რუს­თა­ველ­ზე მომ­ხდა­რი და წა­მო­სუ­ლი­ყო ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან.

სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში დღეს გა­ვი­და ასე ჰქვია – “ბუ­ლინ­გი “იმე­დის” თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, ოჯახ­ზე და ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე”. იმე­დის წამ­ყვა­ნე­ბი, ნანა შო­ნია, ნა­ნუ­კა გუ­ლუა, გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან ბოლო დღე­ებ­ში გან­ცდილ ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ნა­ნუ­კა გუ­ლუა:

– რო­დე­საც ეს სტა­ტუ­სი დავ­წე­რე, ეს არ ყო­ფი­ლა და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი და უცებ გაბ­რა­ზე­ბულ­ზე და­წე­რი­ლი. ადა­მი­ა­ნი არ უნდა იყო, რომ ეს შენ­თვის სუ­ლერ­თი იყოს, არ გა­ღელ­ვებ­დეს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი “იმედ­ში” არ მუ­შა­ო­ბენ. იმედ­ში ადა­მი­ა­ნებს დიახ, სტკი­ვათ, გა­ნიც­დი­ან, გულ­თან ახ­ლოს მი­აქვთ რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა, ტკი­ვი­ლი, დიახ, იმე­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, რო­გორც არ უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნონ ეს ყვე­ლა­ფე­რი.

“ინ­ბოქსში”, სა­დაც მო­დის მე­სი­ჯი, ამო­წყდით, შენ უსინ­დი­სო, სა­მარ­ცხვი­ნო, ეს შე­ტე­ვე­ბი იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლია, მარ­თლა გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, რომ ხან­და­ხან ისეთ ემო­ცი­ებს ვგრძნობ­დი, თა­ვი­დან, ტვი­ნი­დან და ზო­გა­დად ორ­სუ­ლი ქალი. ურ­თუ­ლე­სი იყო… ერის მო­ღა­ლა­ტე, ზუგ­დი­დის სა­მარ­ცხვი­ნო მო­ქა­ლა­ქე – ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად ეს ეპი­თე­ტე­ბი გან­ვი­ცა­დე. ხალხნო, რა კრი­ტე­რი­უ­მით, რაზე დაყ­რდნო­ბით, რის სა­ფუძ­ველ­ზე ეძა­ხით ადა­მი­ა­ნებს რუ­სებს…

რუსი სა­ერ­თოდ თუ ჰყავთ ნა­ნა­ხი, რუ­სის ჩექ­მა თუ აქვთ გან­ცდი­ლი. მე ვარ ზუგ­დი­დე­ლი და აფხა­ზე­თის ომი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­დას­ვლა და გად­მოს­ვლა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ტრავ­მი­რე­ბუ­ლია ჩემი ბავ­შვო­ბა, აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი, რუ­სის და იმ ომის გამო, რაც და­ატ­რი­ა­ლეს სა­მეგ­რე­ლო­ში. ყვე­ლას ცალ­სა­ხად აზრი აქვს ერთი, რომ დიახ, ევ­რო­პულ კურსს ვად­გა­ვართ და სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის გა­რე­შე არა­ვის არ წარ­მო­უდ­გე­ნია.

დამ­თავ­რდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხე­დავთ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან ამა­ყად, სუფ­თად, იმი­ტომ, რომ ჩვენს სი­ტყვა­ში და ჩვენს საქ­ცი­ელ­ში არა­ფე­რია სა­მარ­ცხვი­ნო, მაგ­რამ მათ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­რი­დე­ბათ.