პროდუსერი ნატალია ნანიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”წარმოუდგენელი ზეწოლის და შეურაცხყოფების ფონზე გვიწევს მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს. ამის მიუხედავად ,არასოდეს თავისთვის არ მიმიცია უფლება ჩემი პოზიცია გამომეხატა საჯაროდ ან სიმპათია ან ანტიპათია გამომეხატა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რადგან ვთვლი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტად მუშაობა სხვა სტანდარტია და პირადი პოზიციების საჯაროდ გამოფენა სანდოობის თვალსაზეისით ძალიან დამაზიანებელია. მაგრამ უკვე შეუძლებელია ამ სრულიად უსამართლო ბრალდებების მოსმენა და ატანა. ქალბატონმა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ
“ოფიციალურ განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც დააფიქსირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და რომელთა დაზუსტება მოგიწიათ. თქვენი დამაზუსტებელი განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით ან სამთავრობო ტელეარხებით. ასე რომ, ხალხი, რომელიც უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და რომლებიც უყურებენ ამ ტელევიზიებს, არ იციან, რომ მათი მთავრობა იტყუება და ტყუილის შემდეგ ესხმის თავს პარტნიორებს.”
წარმოუდგენელია ასეთი სიცრუე რადგან დღეს დილის 10 საათზე მოამბის პროდიუსერი გახლდით თავად, და ყველა ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადება ზედმიწევნით მქონდა ეთერში.
სირცხვილია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მითუმეტეს პრეზიდენტის მხრიდან და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან და
” მღვრიე წყალში თევზების დაჭერით” მოხიბლული ადამიანების დაგეშვა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ!!!!!!”