“გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ვანო მაჭავარიანის ოჯახს ტრაგედია მოხდა. პოლიტოლოგის ქალიშვილი 24 წლის მარიამ მაჭავარიანი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ და მათ კურსდამთავრებულს ემშვიდობება.

“გვიწევს გაცნობოთ ძალიან სამწუხარო ამბავი : ჩვენი სკოლის საზოგადოებამ უდროოდ დაკარგა კიდევ ერთი გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი-გარდაიცვალა მარიამ მაჭავარიანი, აკადემიის 2018 წლის კურსდამთავრებული.

გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მარიამის მშობლებსა და ძმას, ალექსანდრეს.

განსაკუთრებით ვუსამძიმრებთ მის დედას, ლესლი როჯერსს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ჩვენს სკოლას, აკადემიის მშობელთა საბჭოს წევრის სტატუსით.

მარიამის მშობლებს ვუსურვებთ გამძლეობასა და ძალას ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის ტვირთვისთვის.

მარიამი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენს გულებში, სხვა უდროოდ წასულ, ჩვენთვის ძვირფას მოსწავლეებთან ერთად”, – წერია განცხადებაში.