„აღარც დამითვლია, რამდენი კორპორატიული და საახალწლო კონცერტი გავაუქმეთ, რადგან 1989 წლიდან იქ ვდგავარ, სადაც საქართველოს ევროპული მომავალია“

უკვე რამდენიმე დღეა, ქართველი მომღერლების ნაწილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს.

გაუქმებული ღონისძიებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს მომღერალი მერაბ სეფაშვილიც და აღნიშნავს, რომ არ მოუთვლია, უკვე რამდენი კორპორატიული და საახალწლო კონცერტი გააუქმა:

„ისრაელის კონცერტის შემდეგ აღარც დამითვლია, რამდენი კორპორატიული და საახალწლო კონცერტი გავაუქმეთ, რადგან იქ ვდგავარ 1989 წლიდან, სადაც საქართველოს ევროპული მომავალია. რუსეთი ოკუპანტია!!!“ – წერს მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში.