როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი? – ქართველი მამაკაცის ვრცელი დახასიათება

სოციალური ქსელის მომხმარებელი მურად გერტია ფეისბუკში საკუთარი თავის შესახებ წერს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც პოსტიდან ვიგებთ, გერტია საკუთარ შესაძლებლობასა და ფიზიკურობაზე საუბრობს, რითაც სრულიად სოციალური სივრცე მოინუსხა.

„ნორმალური ტელეფონით გადაღებულ სურათებში ასე გამოვიყურები.

მაღალი, ნავარჯიშევი, მხარ-ბეჭიანი, სწრაფი და ძლიერი – ეს ვიზუალური მხარე.

მაქვს 50- მდე პროფესია.

ვიცი ოჯახის ყველა საქმე სამზარეულითი დაწყებული, მალიარით გაგრძელებული და სოფლის მურნეობა-მეხილეობა-სანტექნიკით დამთავრებული.

ვარ ზოგადი ქირურგი, პოეტი, ყოფილი ფეხბურთელი, ფრენბურთელი, ბოდიბილდერი (ვეწეოდი 1300 კილოს, ვიწონიდი 180 კილოს, ვარ 189 სმ სიმაღლე არ იცვლება კუნთებისგან განსხავავებით, სიბერეში ოდნავ პატარავდები), აიტ-სპეციალისტი, პოლიტიკოსი, ჯარისკაცი…

 

მაქვს უამრავი დიპლომი, სერთიფიკატი, ჯილდო, სიგელი, თასი, მედალი… ყველა პროფესიაში ვარ და ვიყავი ხელმძღვანელი, ლიდერი და გამორჩეული ყველაფრით და ბევრში საუკეთესო…

არ მაქვს მავნე ჩვევები: არ ვსვამ, არ ვეწევი, არ ვიკეთებ, არ ვიფურთხები; ყავას არ ვსვამ, ხორცს არ ვჭამ. არ ვხმარობ არანაირ კოსმეტიკას „პოსლე ბრიტვიასაც“ კი;

არ ვარ ნასამართლევი, თავდაცვისთვის 25 კაციც მიცემია ზონდერ-ბანდიტები. ბავშვობაში მაუგლივით ვიზრდებოდი და ველურ ბუნებაში თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ მტაცებლებთან ერთად.

არ მაქვს არანაირი პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული და არანაირი ვიზუალური კორექცია. უამრავი თავდასმის მერე სასწაული ტრავმები მოვირჩინე და თუ ადრე ჩემი ჯანმრთელობა იყო წარმოუდგენლად ძლიერი ახლა კარგი ჯანმრთელობა მაქვს ცხოველურ შხამებზე იმუნიტეტით, არანაირი გრიპი, სიცხე, გაციება, ტუბერკულოზი და C-ჰეპატიტი, არანაირი ალერგია და დაღლა.