ირინა შეიკის და ვიტო შნაბელის უახლესი ფოტოები – ტაბლოიდები წყვილის ურთიერთობაზე საუბრობენ

34 წლის რუსი მოდელი ირინა შეიკი პაპარაცებმა ქალიშვილთან პატარა ლეასთან და ვიტო შნაბელთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. წყვილი ადგილობრივ პარკში იმყოფებოდა. უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წყვილის ურთიერთობა მალე სერიოზულ ეტაპზე გადავა.

შეგახსენებთ, რომ ვიტო და ირინა ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ერთად შენიშნეს, სადაც ირინამ მეგობარ მამაკაცს საკუთარი დედაც გააცნო. ურთიერთობის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არცერთს არ გაუკეთებია.