ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე – ეს აფერისტი… ჯაჭვის იდეა მას თავს მოვახვიე მე

პარტია „ფედერალისტებს“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ საერთო-სახალხო ცოცხალი ჯაჭვის იდეა მას ეკუთვნის.

ეს აფერისტი. 

ჯაჭვის იდეა მას თავს მოვახვიე მე.

აგვისტოს ბოლოსკენ დამირეკა ჩვეულებრივი აქციის ორგანიზებას მთხოვდა.

მე გადავუტანე 1 სექტემბერს – ნატოში რუსეთ – საქართველოს ომის საკითხი იხილებოდა. 

და ვუთხარი, რომ განსხვავებული ფორმა ჯობია, რადგან არც ომია რიგითი მოვლენა. 

ეს იდეა არსებობდა თბილისის ფორუმზე. მე ძალიან მომწონდა. უშუალოდ იმ კონტექსტში გაუჩნდა ნუცა კუხიანიძეს (გუკა რჩეულიშვილი და ნუცა პროტესტის ფროდაქშენს აკეთებდნენ ჩვენთან ერთად)

ვინც მიყვარს, ყველას ვფიცავარ რომ მთელი 10 დღე მეჩხუბებოდა

რომ ეს საშინელი იდეაა და ქართველებს ეს არ გამოუვათ. 

იმდენად დამსტრესა, რომ ერთ კვირა დღეს დილის 6 საათზე წამოვხტი, კოშმარებით, რომ ჩაიშალა და მივუვარდი მძინარე გიგი უგულავას, რომელსაც მშრალი შიმშილობით დავემუქრე, თუ პატრიარქთან არ წავიდოდა, არ აუხსნიდა

ჯაჭვის არსს ისე, რომ მას მოსწონებოდა, და სთხოვდა საკვირაო წირვაში “ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს” ეხსენებინა (რომელსაც მე დავეტაკებოდი, ამოვჭრიდი, გავაკეთებდი კლიპს და იტრიალებდა ყველგან) – თქვა პატრიარქმა. 

1 სექტემბრის ღამესაც მეჩხუბებოდა.

მეუბნებოდა რომ ხალხი არ მოვა, და არც თვითონ მოვა.

მაგრამ საკრებულოს აივანზე მიკროფონი მაინც დავუდგი.

გამოვიდა მილიონზე მეტი ადამიანი.

მიშა მოვიდა და ექსტაზში ღრიალებდა საკრებულოს აივნიდან.

ესაა სიმართლე – წერს ჩერგოლეიშვილი.