ლაშა ტალახაძე ქალიშვილებთან ერთად ამღერდა (ვიდეო)

ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის წევრი, ლაშა ტალახაძე გადაცემაში „გული მღერის“ ქალიშვილებთან ერთად გამოჩნდა და „ვერის უბნის მელოდიებიდან“ პოპულარული სიმღერა შეასრულა.

ლაშას ოჯახს გვერდი „ბასტი-ბუბუს“ უსაყვარლესმა მომღერლებმა დაუმშვენეს.

ოჯახურმა შესრულებამ ინტერნეტსივრცეში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.