“წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო ინტროვერტი ვხდები”

ტელეწამყვანი მაია ასათიანი, საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე“.  იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. 

ამჯერად ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლში გადაღებული კადრები გაავრცელა და დაწერა, რომ ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად ხდება ინტროვერტი.

“წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო ინტროვერტი ვხდები. ხელოვნურ ბუხართან ჯდომა, ცხელი შოკოლადის წრუპვა და კითხვა ყველაფერს მირჩევნია.

ალბათ პროფესიის ბრალია, თქვენ როგორ ხართ?“, – წერს მაია ასათიანი.